პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, რომელსაც 2024 წლის დეკემბერში აქციების დარბევის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შესვლა აუკრძალეს. მან თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა.

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რადიო თავისუფლება

კუპატაძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

„მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კუპატაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა. სამინისტროს ცნობით, თადუმაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

2024 წლის დეკემბერში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო კუპატაძეს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. იმ დროს კუპატაძე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, იმავე თვეში კუპატაძეს ქვეყანაში შესვლა გერმანიამაც აუკრძალა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეზღუდვა ცხრა პირს დაუწესა, თუმცა მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიშს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები