ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა. გავრცელებული ინფორმაციით, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს დაწერა, ხოლო სუს-ის უფროსის პოსტი თამაზ ბორაშვილმა დაიკავა.

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნაინტერპრესნიუსი

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გელა გელაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროებიდან გასვლამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება.

გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს დაწერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი თამაზ ბორაშვილმა დაიკავა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.