"აცრის თეორიის" მთავარი მიზანია, დაარწმუნო ადამიანი, რომ სხვისმა არგუმენტმა ვეღარ გადაარწმუნოს, ეს მიდგომა მუშაობს როგორც ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს საშიში პათოგენების ამოცნობას ასწავლის - USAID-ის თანამშრომელი შენონ მაგუაირი
გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის გასაჯაროებული ფაილები ადასტურებს სააგენტოს მონაწილეობას სუვერენულ სახელმწიფოებში ხელისუფლების დამხობასა და ფერად რევოლუციებში. USAID-ის თანამშრომელი შენონ მაგუაირი კი განმარტავს „აცრის თეორიას“, რომლის მიზანი ადამიანების არგუმენტებისგან დაცვაა.

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები მოიცავს შიდა არქივს - გასაიდუმლოებულ მემორანდუმებს, დახურულ მიმოწერებს და ჩატებს. მასალები დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სუვერენულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების დამხობისა და ფერადი რევოლუციების ორგანიზების მთავარი ოპერაციული ინსტრუმენტი იყო.
გაშიფრული სქემით, სამიზნე ქვეყნებში ხელისუფლების შესაცვლელად USAID-ი და პარტნიორი ფონდები რამდენიმე მიმართულებით მუშაობდნენ.
USAID-ის ფაილებით, სადაც ფიგურირებენ სააგენტოს ადმინისტრატორი სამანტა პაუერი და სხვა მაღალჩინოსნები დგინდება, რომ მიმდინარეობდა არასაჯარო გარიგებები ტექნოლოგიურ გიგანტებთან. მეთოდები კი იყო პოლიტიკური ცენზურა და კონტენტის წაშლა, მედიის შავი სიების შედგენა, საარჩევნო და საინფორმაციო სპეცოპერაციები.
გამოქვეყნებულ ფაილებს თან ახლავს ვიდეო მტკიცებულებებიც, სადაც USAID-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მაღალჩინოსნები სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებს უტარებდნენ ტრენინგებსა და აძლევდნენ მითითებებს არჩევნებით მანიპულირების, სადეზინფორმაციო კამპანიების წარმოებისა და ხელისუფლებების დამხობის შესახებ.
USAID-ის თანამშრომლის შენონ მაგუაირის განცხადებით, "აცრის თეორიის" მთავარი მიზანია, დაარწმუნო ადამიანი იმაში, რომ ის სხვისმა არგუმენტმა ვეღარ გადაარწმუნოს.
"აცრის თეორიის" მთავარი მიზანია, დაარწმუნო ადამიანი იმაში, რომ ის სხვისმა არგუმენტმა ვეღარ გადაარწმუნოს. ადამიანებს წინასწარ აცნობ მათი შეხედულებების საწინააღმდეგო არგუმენტებს და იქვე აძლევ მზა კონტრარგუმენტებს ამ შეტევების მოსაგერიებლად. ეს მიდგომა მუშაობს როგორც ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს საშიში პათოგენების ამოცნობას ასწავლის, რათა იმუნური სისტემა მომავალში ამ ინფექციასთან საბრძოლველად მზად იყოს", - აცხადებს შენონ მაგუაირი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…