პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი USAID-ზე: ეს არის ამერიკის ისტორიაში გადასახადის გადამხდელთა ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. ამერიკელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს

სენატორ ერიკ შმიტის განცხადებით, USAID აშშ-ის ისტორიაში ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემაა და იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. ამასთან, ილონ მასკმა გააზიარა პოსტი, რომელიც სააგენტოს საქართველოში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს.

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი USAID-ზე: ეს არის ამერიკის ისტორიაში გადასახადის გადამხდელთა ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. ამერიკელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს
იმედინიუსი

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გააგრძელოს.

„თუ ოდესმე გიკითხავთ, რატომ დაკარგეს დემოკრატებმა სიმშვიდე, როდესაც სამთავროვო ეფექტიანობის დეპარტამენტმა USAID -ის საქმიანობის შიდა მხარის შესწავლა დაიწყო, ახლა უკვე იცით. ეს არის ამერიკის ისტორიაში გადასახადის გადამხდელთა ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. რამდენად შორის მიდის კორუფცია? ამერიკელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს”, - წერს სენატორი შმიტი.

როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები