პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი USAID-ზე: რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი აცხადებს, რომ USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები დეტალურად აღწერს სააგენტოს თანამშრომლობას Google-თან, YouTube-თან და Meta-სთან კონტენტის მოდერაციისა და მონიტორინგის მიმართულებით.

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი USAID-ზე: რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ
იმედინიუსი

რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი.

ის განიხილავს იმ მიმართულებებს, რომლებსაც USAID აკონტროლებდა.

„USAID-ის ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტების დიდი ნაწილი დეტალურად აღწერს USAID-ის თანამშრომლობას Google-თან, YouTube-თან და Meta-სთან, მათ შორის, განხილულია კონტენტის მოდერაცია, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიები და სოციალურ ქსელებში საინფორმაციო კამპანიები. ფაილებში ასევე წარმოდგენილია Faecbook-ისა და WhatsApp-ის მეშვეობით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდაჭერის წინადადებები, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ”, - წერს ჟურნალისტი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ფაილების ერთ ნაწილში საუბარია სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების როლზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ანგარიშების გაუქმების პროცესში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები - როგორ თანამშრომლობდა ISFED-ი Facebook-თან საქართველოში ასობით გვერდისა და ანგარიშის წასაშლელადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები