პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნება“ უკვე რუსეთის მოედანზე დადის, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით, ზეწოლა გრძელდება და ეს არის ივანიშვილს პასუხისმგებლობა - ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 0 შედეგი და მეტი ზეწოლა!

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობატელეიმედი

ლაშა ფარულავა „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დათმობებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ „0 შედეგი და მეტი ზეწოლა“ მიიღო, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნება“ უკვე რუსეთის მოედანზე დადის, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით, ზეწოლა გრძელდება და ეს არის ივანიშვილს პასუხისმგებლობა - ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 0 შედეგი და მეტი ზეწოლა!
ინტერპრესნიუსი

კონკრეტულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიუღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრას და ამ შეხვედრის შესახებ ზურაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ფარულავას თქმით, ისტორია აჩვენებს, რომ „ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს“.

“ქართულმა ოცნებამ“ საგარეო ვექტორი და ტრაექტორია დიდი ხანია შეცვალა. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ საკითხებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ისე იყენებს, ზეწოლა გრძელდება, იმიტომ, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკა.

ისტორია აჩვენებს, რომ ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს - რუსეთს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს და შესაბამისად, კონკრეტულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ აბაშიძე - კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა და ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა, რომელმაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, ურთიერთობები კრემლთან, ოკუპანტთან, რუსეთთან დაიწყო, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 0 შედეგი და მეტი ზეწოლა“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია. ამასთან, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, "რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული". მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები