ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი - სახელმწიფო კომპანია ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და 28 სექტემბრის მდგომარეობით 100 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს, ხოლო არახელსაყრელი ამინდების გამო ჩასაბარებელი ყურძნის ფასები და შაქრიანობის ზღვრები დაკორექტირდა.

კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი - სახელმწიფო კომპანია ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს
კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი - სახელმწიფო კომპანია ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებსBM.GE

28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი. კახეთში ყურძნის მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია.

"70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. კახეთში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთვის არახელსაყრელი ამინდების გამო, 22 სექტემბერს მიღებული იყო გადაწყვეტილება კორექტივები შესულიყო ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში: მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი; დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი; 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი; 16%-ზე დაბალი, არაკონდიციური და დაზიანებული - 50 თეთრი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს“
ლევან მეხუზლა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.