ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავას 2026 წლის 22 სექტემბერს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თანხების მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე.

მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯესრადიო თავისუფლება

2026 წლის 22 სექტემბერს მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ვერსიით, - რაც სასამართლომაც გაიზიარა, - 2012 წლის 22 მაისს ქარდავამ, - რომელიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, - მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას „სამხედრო პოლიციისთვის, ფარული ხარჯების მუხლით, სთხოვა 330 000 ლარის გამოყოფა“.

„მინისტრის თანხმობისა და თანხის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ ქარდავას დავალებით, ფული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და უცხოურ ვალუტაში გადააკონვერტირეს. ამის შემდეგ ქარდავამ 200 000 აშშ დოლარი უკანონოდ მიითვისა“, - წერს პროკურატურა 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ ქარდავამ „თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით, 2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე, თითქოსდა ოპერატიული მიზნებისთვის, ჯამში მიითვისა და გაფლანგა 768 107 ლარი“.

უწყების თქმით, თანხების მითვისებისა და გაფლანგვის დასაფარად ქარდავას დავალებით მომზადდა ფიქტიური დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, თანხები თითქოს ავღანეთში მივლენილმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფმა დახარჯა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის.

„ამის საფუძველზე თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა“, - წერს უწყების პრესცენტრი.

მეგის ქარდავა მრავალი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმალებოდა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედ იყო ცნობილი რამდენიმე, მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

მასზე 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნა გამოცხადებული.

მისი ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინისტრის თანხმობისა და თანხის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ ქარდავას დავალებით, ფული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და უცხოურ ვალუტაში გადააკონვერტირეს. ამის შემდეგ ქარდავამ 200 000 აშშ დოლარი უკანონოდ მიითვისა“
ბაჩო ახალაია
„თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით, 2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე, თითქოსდა ოპერატიული მიზნებისთვის, ჯამში მიითვისა და გაფლანგა 768 107 ლარი“
მეგის ქარდავა
„ამის საფუძველზე თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა“
მეგის ქარდავა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.