პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე

გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ დასანქცირებული 7 ღვინის კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნის ნაცვლად, მიხაილ გალუზინმა კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირების გეგმის შესახებ აცნობა.

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე
BM.GE

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ მიხაილ გალუზიანთან შეხვედრის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე.

როგორც მან „იმედი LIVE“-ში განაცხადა 7 კომპანია, რომელიც დასანქცირებულია რუსეთის მიერ, იმედი ჰქონდა, რომ მათ შეზღუდვები ამ შეხვედრის შემდეგ მოეხსნებოდათ, მაგრამ ნაცვლად ამისა გალუზინმა მას აცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქციერაბასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება.

მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
  3. POSTVსამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: “მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული”
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, რომ სანქციები მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, სანქციები მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
  6. პირველი არხისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი – გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან კი მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზურაბაშვილი: რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
  9. ალიაოპოზიციური,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები