პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ზურაბაშვილი – გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან კი მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ

გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მიხაილ გალუზინმა მას აცნობა, რომ რუსეთი ქართული ღვინის კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებს, რასაც ქართული მხარე უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მიიჩნევს.

გიორგი ზურაბაშვილი – გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან კი მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
პირველი არხი

ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის გვაქვს ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულები გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივი“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი სირთულეები განპირობებულიქ იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დეოკუპაცია.

„მოგეხსენებათ, საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემების გამო და ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, ამაზე მსჯელობა, შეხვედრები, რომ ვიპოვოთ საერთო გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე საუბრიასა აღნიშნა, მთავარი საკითხი ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანიაა დასანქცირებული რუსეთის მიერ და კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო – ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით. რაც შეეხება ხარისხს, მე ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ეს იყო დაფინანსება, უკრაინის დაფინანსება და ანტირუსული ნარატივი, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება. სანაცვლოდ იმისა, სადაც მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, რადგან არაფერი მსგავსი არ ხდება, მანდ ვერც ერთი ფაქტი ვერ დამიდო, ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის, ან დაფინანსება, ან რუსეთის, ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი, – აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
  3. POSTVსამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: “მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული”
  4. BM.GEოპოზიციური"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, რომ სანქციები მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, სანქციები მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზურაბაშვილი: რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
  9. ალიაოპოზიციური,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები