პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილი

ქართული ოცნება

გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დაახლოებით ათი თითქოსდა უვნებელი საკითხი დააყენა, რაც სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული და ოპოზიციას აძლიერებს.

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილი
BM.GE

"რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფერებს ეხება და თითქოსდა უვნებელია" - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მისი მოსაზრებით მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.

„მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.

ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას.

მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.

გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მაინც საჭირო და აუცილებელია დიალოგი: "დიალოგი აუცილებელია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას, მთავრობას ადარდებს, რომ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას და ტერიტორიების გაერთიანებას მივაღწიოთ".

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს
  3. POSTVსამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი: “რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია “ქართული ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს”
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და აძლიერებს ყალბ პროპაგანდას, თითქოს „ოცნება“ არის პრორუსული - ეს მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს
  5. პირველი არხისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილი – რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები