ჯარედ კუშნერი: უკრაინაში მიმდინარე ომი ფაქტობრივად „პროქსი ომად“ იქცა, სადაც ევროპა კიევს რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს
ჯარედ კუშნერის განცხადებით, უკრაინის ომი ფაქტობრივად „პროქსი ომად“ იქცა, სადაც ევროპა კიევს აფინანსებს და აიარაღებს, ხოლო პუტინმა ჯერჯერობით თავშეკავება გამოიჩინა. მისივე მტკიცებით, აშშ-ს ზელენსკიზე ზეწოლა არ მოუხდენია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა, ოთხშაბათს პოდკასტ MD MEETS-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი „პროქსი ომად“ გადაიქცა.
„ეს ფაქტობრივად პროქსი ომად იქცა, სადაც ევროპა აფინანსებს და აიარაღებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კუშნერმა და გააფრთხილა, რომ კონფლიქტი შესაძლოა „მასშტაბურად გამწვავდეს“.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა“.
კუშნერის თქმით, ევროპასთან კომუნიკაცია რთულია, რადგან იქ „რეალურად არავინ არის პასუხისმგებელი პირი“.
გარდა ამისა, კუშნერი ირწმუნება, რომ შეერთებულ შტატებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებზე ზეწოლა არასდროს მოუხდენია.
„ჩვენი საქმე შუამავლობაა. სინამდვილეში, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ - ვუზიარებთ სადაზვერვო ინფორმაციას და ამ ომში ამერიკა მათი უმსხვილესი დონორია“, - აღნიშნა კუშნერმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი კიევს ყოველთვის უჭერდა მხარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…