პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველო ერთპარტიულ სისტემას უახლოვდება... რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს ყველა ტიპის ვიზა უნდა აეკრძალოთ“ - ნაჩო სანჩეს ამორი

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, საქართველო ერთპარტიულ მმართველობას უახლოვდება, რის გამოც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები და ყველა ტიპის ვიზა უნდა აეკრძალოთ.

„საქართველო ერთპარტიულ სისტემას უახლოვდება... რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს ყველა ტიპის ვიზა უნდა აეკრძალოთ“ - ნაჩო სანჩეს ამორი
TV პირველი

ერთპარტიული მმართველობისკენ მიდის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ევროსკოპთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ილუზიას ქმნის, რეალურად კი საქართველოს ევროკავშირისგან, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიისგან სულ უფრო აშორებს.

ევროპარლამენტარი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებასა და მათთვის ყველა ტიპის ვიზის აკრძალვას მოითხოვს.

თქვენ უახლოვდებით ერთპარტიულ სისტემას, ეს ძალიან სამარცხვინოა, რადგან ამ გზით იქმნება მირაჟი და შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ იყო კანდიდატი ქვეყანა, ნიშნავს, გქონდეს პოლიტიკური ნება, გახდე ევროკავშირის წევრი და არა უბრალოდ გამოიყენო ევროპული კარტი, რათა საქართველოს საზოგადოების ნაწილი დაარწმუნო, თითქოს სხვანაირად იქცევი. ისინი ქვეყანას ევროკავშირთან არ აახლოებენ, როგორც არ უნდა იყოს კობახიძის ნარატივი ბრიუსელში ჩამოსვლისას. მათ ქვეყანა მიჰყავთ ძალიან შორს ევროკავშირისგან, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიისგან. კარგია, რომ ამგვარ რამეებს შეახსენებთ ხალხს.

ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, ავკრძალოთ ნებისმიერი ტიპის ვიზა ამ რეჟიმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის. ევროპარლამენტი ჯერ კიდევ იმ იდეაზე დგას, რომ სანქციები უნდა გატარდეს. ზუსტად არ ვიცი რას ფიქრობთ კომისია, რადგან მათ აქვე თქვეს, რომ ვიზების საკითხს მიხედავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ეს იყო ძალიან მცირე ნაბიჯი, რომელსაც, რეალურად, არ შეუქმნია პრობლემა ამ ადამიანებისთვის. ყველას აქვს პასპორტები, ისინი არ იყენებენ დიპლომატიურ პასპორტს, იყენებენ ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტს და კომისიამ ვერ შეძლო ამ შესვლის შეზღუდვა. ჩვენ ამით ძალიან უკმაყოფილო ვართ, ამიტომ უნდა დავიჟინოთ, ამ ტიპის ავტოკრატ ხალხთან ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის მათი მიღება ბრიუსელში და ერთადერთი სწორი გზა ნამდვილად არის ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის განკუთვნილი ჩვენი სანქციების სისტემის ამოქმედება, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები