პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეკა კუპატაძე: ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ, მანიპულატორები არიან... უკვე აღარ მიკვირს, რატომ იყო ნია იმნაძე ასეთი ძლიერი მანიპულატორი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ბრალდებულ ნია იმნაძის ოჯახსა და ახლობლებს პროვოკაციასა და მასზე მანიპულაციაში ადანაშაულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროცესს დაესწრო დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმნაძის ოჯახი და მათი ახლობლები პროვოკაციასა და მანიპულაციას სასამართლოს სხდომებზეც არ წყვეტენ.

"ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ, მანიპულატორები არიან... უკვე აღარ მიკვირს, რატომ იყო ნია იმნაძე ასეთი ძლიერი მანიპულატორი. იმნაძეს თავს დავანებებ და ვიტყვი იმას, რომ ნია იმნაძის ოჯახი ახდენს პირადად ჩემზე მანიპულაციას და იწვევენ პროვოკაციას", - აცხადებს ეკა კუპატაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მოკლული მასწავლებლის საქმე - ბრალდებული ნია იმნაძის მშობლებმა გამოკითხვაზე უარი თქვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები