ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
საქალაქო სასამართლოში მოკლული გიგა ავალიანის დედასა და ბრალდებულ ნია იმნაძის ოჯახის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეკა კუპატაძის განცხადებით, იმნაძის ბიძამ მას განზრახ პროვოკაცია მოუწყო.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ მა პროვოკაცია მოუწყო.
ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის პროცესი მიმდინარეობდა, ის კი კართან მანდატურის თანამშრომლის გევრდით იდგა.
გიგა ავალიანის დედის თქმით, სწორედ ამ დროს მივიდა მასტან ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი
ინციდენტი მცირე არ იყო, მძიმე ინციდენტი იყო. ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ. სასამართლოს კართან ვიდეგით მე და მანდატური გვერდი-გვერდ. მე ტელეფონში ვიხედებოდი. მოვიდა ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი, მოვიდა და მეუბნება ასეთ რამეს - კარგი, ქალბატონო ეკა, მე წავედი, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ვითომ მისი მეგობარი და ახლობელი ვარ. ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა დედისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს. მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ჩემსა და მას შორის არის მკვლელობა უსპეტაკესი ჩემი შვილის. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომენტალურად ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში", - ამბობს ეკა კუპატაძე.
ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…