პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოკლული მასწავლებლის საქმე - ბრალდებული ნია იმნაძის მშობლებმა გამოკითხვაზე უარი თქვეს

საქართველოს პროკურატურა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ნია იმნაძის მშობლებმა გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც ადვოკატმა მათი ჩვენებები უდავოდ გახადა.

მოკლული მასწავლებლის საქმე - ბრალდებული ნია იმნაძის მშობლებმა გამოკითხვაზე უარი თქვეს
TV პირველი

უარი გამოკითხვაზე - მოკლული მასწავლებლის საქმის განხილვა დღეს ამავე საქმეზე ბრალდებული ნია იმნაძის მშობლების დაკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არასრულწლოვანის მშობლებმა ამ პროცესში მონაწილეობაზე მოულოდნელად უარი თქვეს და სხდომაზე არ გამოცხადნენ.

ამის შემდეგ ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა ბრალდების მხარეს მშობლების ჩვენებები უდავოდ გაუხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოკლული გიგა ავალიანის დედაც.

წუხელ გვიან ღამით პროკურორს ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა შეატყობინა, რომ მზად იყო მშობლების დაკითვისთვის. სასამართლო პროცესი რომ დაიწყო, ამის შემდეგ ცნო მშობლების ჩვენებები უდაოდ. ახლა მე გავშიფრავ - დღეს ჩემი სამივე ძმა, ჩემი ძმებსი ცოლები, ჩემი შვილი, ყველანი აქ დავხდით, დაგვინახა ლეკიშვილმა, გადაურეკა ნავროზაშვილს და მათი ჩვენება ცნო უდაოდ. წარმოგიდგენიათ თქვენ , დედა, რომელიც პოლიციას ტანტრუმს უწყობს, დედა, რომელიც პროკურორს პირდაპირ ეთერში უვარდება, ასეთ დედას ვინმე და რამე შეაკავებდა მას რომ რაიმე სათქმელი ჰქონოდა? ყველაზე სწორი ადგილი სასამართლო დარბაზი იყო დღეს, მათ რომ რაიმე სათქმელი ჰქონოდა", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მათ რომ რამე სათქმელი ჰქონოდათ - ყველაზე სწორი ადგილი სასამართლოს დარბაზი იყო დღეს. როცა მეც ვიქნები პროცესზე, გავასაჯაროებ ბევრ საკითხს - ეკა კუპატაძე ნია იმნაძის მშობლების სასამართლოში გამოუცხადებლობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები