,, სად ხართ ბაბლი?!?!?” – ეკა კუპატაძე
ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძის მშობლებმა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს და მათი ჩვენება უდავო გახდა, რაც, მისი მტკიცებით, ახალი დანაშაულის გაშიფვრის შიშითაა გამოწვეული.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. “სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ნიაკოს” მშობლები “თაკო” და “ვალე”. სასამართლოს შესასვლელთან მხდალმა გიორგი ლეკიშვილმა დაგვინახა მე, ჩემი ყველა ძმა, ყველა რძალი, ჩემი შვილი და პროცესი რომ დაიწყო, მერე გახადა ნია იმნაძის მშობლების ჩვენება უდავო!
სად ხართ ბაბლი?!?!?!?! თქვენი “სექსუალურად შეურაცხყოფილი” და “არასწორად დაპატიმრებული არასრულწლოვნის” მშობლებმა, სათქმელი არაფერი გვაქვსო!!! 2 კვირა იძახდა “ნიაკოს” მშობლები, რომ სასამართლოსთვის მომზადება სჭირდებოდათ, წუხელ გვიან ღამით თქვეს, რომ თანახმა იყვნენ დაკითხულიყვნენ და…… რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?!
იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა??
მაგრამ იცოდეს სამყარომ, ნია იმნაძის და გიორგი მალანიას მშობლებს, ასევე გიორგი ლეკიშვილს, მაინც არ ასცდებათ გისოსები, სულ რომ სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ!!!!“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…