პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, რის გამოც მათი დაკითხვა ვერ მოხდა, აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროცესს დაესწრო დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძე.

როგორც საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, სასამართლო სხდომაზე აღარ მოხდა მოწმის სახით წარდგენილი ბრალდებულების დაკითხვა, ვინაიდან მათ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყო ბრალდებული გიორგი მალანია, ასევე გამოძახებულები იყვნენ, მოწმის სახით გამოსაკითხად, ამ საქმის მსჯავრდებულები. აღნიშნულ პირთაგან, ვინც წარდგენილი იქნა სასამართლოს წინაშე, ყველა მათგანმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ, რისი უფლებაც მათ, როგორც ბრალდებულებს, აქვთ. შესაბამისად, აღნიშნულ პირთა გამოკითხვა უკვე სასამართლო სხდომაზე აღარ მოხდა. დანარჩენი, დავკითხეთ მოკლული გია ავალიანის ძმა - ნიკა ავალიანი, ასევე ჩვენება მისცეს საქმის გამომძიებლებმა", - აცხადებს საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო - ეკა კუპატაძემ იმნაძის ადვოკატს მიმართა: „გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები