პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს

გიორგი კვერნაძემ სერია A-ს მეათე ტურში „ფროზინონეს“ გამარჯვებაში საგოლე პასით მიიღო მონაწილეობა. მისმა გუნდმა „ტორინო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
სპორტალი

სერია A-ს მეათე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „ტორინო“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები შესვენების შემდეგ გიორგი კვერნაძის პასით ფარეს გეჯემისმა დააწინაურა, მეორე გოლი კი კომპენსირებულ დროში ჯაკომო კალომ გაიტანა.

კვერნაძე მე-80 წუთზე შეცვალეს და ანლიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 7.6, Sofascore 7.5, Flashscore 7.3.

კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

„ფროზინონემ“ ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 7 ნოემბერს „კალიარის“ ესტუმრება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“

ფროზინონე - ტორინო 2:0

გოლები: 1:0 გეჯემისი (48), 2:0 კალო (90+3)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები