[VIDEO] კვერნაძის მოპოვებული პენალტი და ორი საგოლე პასი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონეს“ „ლეჩესთან“ 5:1 გამარჯვებაში პენალტის მოპოვებითა და ორი საგოლე გადაცემით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში უკვე 3 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.
სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 5:1 დაამარცხა.
მასპინძლები ჩიკელამ დააწინაურა, შემდეგ კვერნაძის დარტყმული რთული ბურთი მეკარე ფალკონემ მოიგერია, პირველი ტაიმის დასასრულს კი გიორგი საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტით ანგარიში კალომ გაზარდა.
შესვენების შემდეგ ფროზინოელთა დომინირება გაგრძელდა და ქართველის პასით რაიმონდომ გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმართა კარი ბირლიჯამ დალაშქრა, მონტეიროს სხვაობა შეამცირა და ბოლოს გიორგის პასით ბირჯილამ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და რა გასაკვირია, რომ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
„ფროზინონე“ 17 ქულით მე-6 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ლეჩე 5:1
გოლები: 1:0 ჩიკელა (25), 2:0 კალო (45+1, პენ), 3:0 რაიმონდო (59), 4:0 ბირლიჯა (75), 4:1 მონტეირო (83), 5:1 ბირჯილა (90+4)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…