ანა წითლიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან
ანა წითლიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ არგუმენტები სრულად ჩამოიშალა, მათ შორის 2008 წლის ომის დაწყებასა და სასამართლოზე ზეწოლის ბრალდებებში.

საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო განხილვებისას მოსარჩელე მხარის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მათ შორის 2008 წლის ომის დაწყებისა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის ნაწილში, გაბათილდა და მოსარჩელე მხარის არგუმენტები სრულად ჩამოიშალა.
ანა წითლიძის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში.
„საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთ მტკიცებულებად მიღებული წულუკიანის კომისიის დასკვნა, როგორც აკინძული „ასავალ-დასავალი“, გაცამტვერდა.
პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ წულუკიანის აკინძული „ასავალ-დასავალი“, ანუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა - სადაც გვხვდება ისტორიები ფანტასტიკის ჟანრიდან: სპაიდერმენის კაცზე, ელარჯით წამებაზე და ა.შ. - არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღმოჩნდა სარწმუნო და მიგვითითა გვეხელმძღვანელა საკონსტიტუციო სარჩელით.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი ბრალდებებიდან:
2008 წლის ომის ნაწილში - „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაბათილდა! „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში. ეს საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს გამარჯვებაა. კრემლმა უკან დაიხია. „ისკანდერზე“ ბათილია. კასეტურ ბომბებზე ბათილია. ბათილია ბრალდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა დავარღვიეთ!
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გაბათილდა და უკან წაიღო „ქართულმა ოცნებამ“, ეხება სასამართლო ხელისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა, რომ ენმ-ის დროს სასამართლო ხელისუფლება იყო მართული, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაზუსტების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ ბრალდება მოხსნილია და არ გვედავება.
საკონსტიტუციო სარჩელში ე.წ. სისტემური დანაშაულების ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილია 26 საქმე. 26 საქმიდან: ტყუილია და გაბათილდა ზურა ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები და ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას საქმეები, გიორგი გამცემლიძის საქმე, ანუ 6 საქმე.
ხელახლა გამოიძიეს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია არავის ენმ-ის ლიდერს, არ არსებობს ბრალი და გაბათილდა - ყინწვისის სპეცოპერაციაზე, ზილის სპეცოპერაციაზე, ვეტერანების ძალადობის საქმეზე, აფრასიძეების საქმეზე; ჯამში: 4.
ლაფანყურის სპეცოპერაციაზე არ არსებობს ბრალი და გაბათილდა - ხელახლა საქმეც კი არ აღძრულა.
სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით - სასამართლოს წარედგინა 2013 წლის გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზა, „ქართული ოცნების“ პირობებშივე გაკეთებული, სადაც არ დასტურდება „ქართული ოცნების“ ტყუილი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თეთრაძის საქმეზე ერთადერთი მოწმე ბედუკაძეა. როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით - როდესაც ამ საქმის გამომძიებელი და პროკურორი ორივე „ქართულ ოცნებაშია“, ერთი, რესან კონცელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ვასილ როინიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - მით უმეტეს, რომ შავაძის საქმეზე არასათანადო გამოძიებას გვედავებოდნენ - ენმ-ის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გაუგებარია. სასამართლოს მხრიდან ამ კითხვის მოხსნამ ამ კითხვას თავისთავად გასცა პასუხი.
ანუ 26 საქმიდან 19 საქმე არის ტყუილი და გაბათილდა. 2 საქმეზე - მანიპულაცია.
დარჩა 7 საქმე - სადაც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარია და ვერც ერთ შემთხვევაში პარტიასთან ბრალეული პირების კავშირი ვერ დადგინდა და „ოცნებამ“ ვერ დაასაბუთა.
საკონსტიტუციო სარჩელით წარდგენილ საკუთრების უფლების დარღვევაზე ასევე გაბათილდა ბრალდებები: 70 საქმიდან 59 საქმე მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ცხადია, რომ მათი არგუმენტები სრულად ჩამოიშალა”,- აცხადებს ანა წითლიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაანა წითლიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან
ანა წითლიძე: 2008 წლის ომისა და სასამართლოს ნაწილში ბრალდებები გაბათილდა, 26 საქმიდან კი 19-ზე პასუხი არ არსებობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…