ანა წითლიძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას მიიღებს, ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში აგრესორი გამოვა საქართველო და არა რუსეთი - მოლოდინი იგივეა, რაც გვქონდა: ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს
ანა წითლიძის მტკიცებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, 2008 წლის ომში აგრესორად რუსეთის ნაცვლად საქართველო გამოვა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს წინასწარ აქვს მიღებული.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას მიიღებს, ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში აგრესორი გამოვა საქართველო და არა რუსეთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პირველივე დღიდან წინასწარ არის განსაზღვრული და რეალურად იგი ბიძინა ივანიშვილს აქვს მიღებული.
„მოლოდინი იგივეა, რაც პირველივე დღეს გვქონდა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს, რეალურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის მთავარი არის ის, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ მოქალაქეებმა დაინახონ, რა სამართლებრივ აბსურდს ემყარება საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც უნდა აკრძალონ ოპოზიციური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“. კარგად გაითავისონ საქართველოს მოქალაქეებმა ის, რომ ვიღაცას ჰგონია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ამ ქვეყანაში დემოკრატიას რაღაცას დააკლებს და დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო რთულია 2008 წლის ომის ქეისი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ კონსტიტუციურ სარჩელს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას მიიღებს, ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში აგრესორი გამოვა საქართველო და არა რუსეთი“, - აცხადებს ანა წითლიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…