“ქოცების “ტუგადუმი” წარმომადგენლობა სასამართლოში ერთმანეთისგან ვერ არჩევს პარტიას, პარტიულ სტრუქტურასა და სახელმწიფოს” – ანა წითლიძე
„ენმ-ის“ ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიას, პარტიულ სტრუქტურასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:
და რაც მთავარია:
ქოცების “ტუგადუმი” წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთმანეთისგან ვერ არჩევს პარტიას, პარტიულ სტრუქტურასა და სახელმწიფოს.
ანუ პარტიის გაუქმებას , სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ითხოვენ, მაგრამ ამავე დროს, წარმოდგენა არ აქვთ, ვინ მართავდა ან რა სტრუქტურით იმართებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2003-დან 2012 წლამდე და როგორია მისი სტრუქტურა დღესაც.
ისიც კი არ იციან, ვინ იყვნენ იმ პერიოდში პარტიის გენერალური მდივნები, აღმასრულებელი მდივნები, პოლიტსაბჭოს წევრები. როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იმ წლების მინისტრების უმრავლესობა პარტიის წევრიც კი არ ყოფილა.
და იცით, რა არის ყველაზე საინტერესო?
ქოცების წარმომადგენლებზე მეტად, მოსამართლე სერგოც კი გაკვირვებული დარჩა, როდესაც იმ ცხრა წლის პარტიული სტრუქტურის შემადგენლობა დავუსახელე.
წარმოიდგინეთ, რა დონის მოუმზადებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანებს, რომლებიც პარტიას სახელმწიფო მმართველობასთან აიგივებენ და მის გასამართლებას ითხოვენ, ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვთ თავად ამ პარტიის ორგანიზაციულ მოწყობაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…