არჩილ გორდულაძე - ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა მტკიცებას, თითქოს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს.

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
„ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, გორდულაძის პასუხის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ანა წითლიძე მას ჩაეკითხა აბრალებდა თუ არა მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებას, რადგან იმ დროს სწორედ სააკაშვილი იყო მთავარსარდალი.
გორდულაძის შეფასებით, ეს კითხვა არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და კითხვის მოხსნა ითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ აღნიშნული კითხვა კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…