ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 31 წლის ილია ისაევი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ილია ისაევი აფეთქების, 19 ნოემბრის შემდეგ უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად გამოცემა „სანდო წყარომ“ გაავრცელა დაღუპულის მამაზე დაყრდნობით, ასევე, „ტვ პირველთან“ დაადასტურა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ვინ იყო ილია ისაევი
ილია ისაევი ფონიჭალაში გაიზარდა და თბილისის №127-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.
მოგვიანებით ის დედასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში აფეთქების წინა დღეს ჩამოვიდა.
ინფორმაცია განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…