შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს პოლიციის აკადემიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი გიორგი სახოკიამ და მამია ბალახაძემ მოაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა მამია ბალახაძემ.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საერთო ინტერესების სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…