პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი - „ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ - მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში დაატრიალეს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია არაფერს ინანიებს და ძალაუფლების ჩაგდების შემთხვევაში უარესს გააკეთებს, ვიდრე წარსულში. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის პოზიცია უსუსურია და მმართველი გუნდის სარჩელს ვერაფერს უპირისპირებს.

ლევან მაჭავარიანი - „ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ - მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში დაატრიალეს
ინტერპრესნიუსი

„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ - მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარტიები აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან.

„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარტიები აჩვენებენ. ისინი აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან. ჩვენს სარჩელს აბსოლუტურად ვერაფერს უპირისპირებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სამარცხვინოდ აცხადებს, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებდა, როდესაც „ნაცების“ თავმჯდომარე იყო. სამარცხვინოდ აცხადებენ, თითქოს, ადეიშვილი და მერაბიშვილი „ნაცების“ პარტიული წევრები საერთოდ არ იყვნენ. მსგავსი აბსურდები კიდევ უფრო ამყარებს იმ სარჩელს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. „ნაცებმა“ ანახეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ. მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები