პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდება. დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, სარჩელი დასაბუთებულია, ხოლო მოპასუხე მხარე კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებს.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება.

სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, აღნიშნავს, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ სასამართლო ვერდიქტს.

"გასაგებია, რომ მოპასუხე მხარი ყველანაირად ეცდება, რომ თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას, სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და დაველოდოთ სასამართლო ვერდიქტს", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გასაგებია, რომ მოპასუხე მხარი ყველანაირად ეცდება, რომ თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას, სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და დაველოდოთ სასამართლო ვერდიქტს“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას, რასაც ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები