ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი ძალა ვალდებულია სამართლებრივად შეაფასოს ის პარტიები, რომლებიც საქართველოში უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი და ობიექტური იქნება.
„ოპოზიცია გამარგინალებულია, გაშიფრულები არიან, როგორც აგენტები და საზოგადოებამ პოლიტიკური განაჩენი მათ უკვე გამოუტანა. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში. მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათიდან განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…