პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად 64 წლის მალხაზ თოფურია გარდაიცვალა. შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით გიორგი მელაძე და ლაშა გეგეშიძე დააკავა.

რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე, სად მიიღეს დაზიანებები დაკავებულებმა და შეეწირა თუ არა 64 წლის კაცი ჯგუფურ ჩხუბს? - ერთ -ერთი ვერსიით, მანქანის გაჩერების გამო დაწყებულ კონფლიქტში ათამდე პირი მონაწილეობდა.

პოლიციამ კი მხოლოდ ორი - გიორგი მელაძე და 35 წლის ლაშა გეგეშიძე დააკავა.

ადვოკატები ამბობენ, რომ ორივე ბრალდებულს დაზიანებები აქვს მიყენებული და მათ გარდაცვლილთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტომ თბილისის ცენტრში მომხდარ ფაქტზე გუშინ ორი ადამიანი დააკავა. მათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს წერს, რომ გუშინ, 24 ნოემბერს თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს [მალხაზ თოფურიას] შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიგოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის ვინაობა ცნობილია - ახალი დეტალები
  2. TV პირველიოპოზიციურიპოლიციამ ვერაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
  3. ალიაოპოზიციურიდადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩხუბი ვერაზე მანქანის გადაყენების გამო - არის მსხვერპლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები