პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მანქანის დგომის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციაშია გადაყვანილი.

მანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა
TV პირველი

თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე კაცი გარდაიცვალა - როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, მომხდარს წინ ხელჩართული ჩხუბი უძროდა.

კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა, ბორდიურზე თავი დაარტყა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო.

კადრებში, რომელსაც "პირველებს" აწვდიან, ჩანს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჩატარებული პირველადი დახმარების მიუხედავად, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიჩხუბი თბილისში - გარდაცვლილია კაცი
  2. Facebookმანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები