პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა, რაზეც ბიუჯეტიდან 3 862 630 ლარი დაიხარჯა.

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
რუსთავი 2

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.

ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები