პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს🍫

აშშ-ში კომპანია Journi Health-მა გასახდომი შოკოლადი Melt-ი გამოუშვა, რასაც Eli Lilly-მ შეუსწავლელი ფალსიფიკაცია და მარკეტინგული ხრიკი უწოდა.

აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს🍫
იმედინიუსი

ამერიკულმა კომპანიამ Journi Health წონის დასაკლები შოკოლადი გამოუშვა, სახელწოდებით Melt. მის შემადგენლობაში შედის ორფორგლიპრონი - კომპანია Eli Lilly-ის რეცეპტით გასაცემი გასახდომი პრეპარატის, Foundayo-ს აქტიური ინგრედიენტი. ეს კომპანია ასევე აწარმოებს გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ზე (GLP-1) დაფუძნებულ საინიექციო პრეპარატ Mounjaro-ს.

Journi Health-ში აცხადებენ, რომ პროდუქტი შექმნეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინიექციების გაკეთება ან აბების გადაყლაპვა უჭირთ, ასევე მათთვის, ვისაც წონის შესანარჩუნებლად პრეპარატის მიკროდოზების მიღება სურს.

სავარაუდოდ, შოკოლადი დღეში ერთხელ უნდა მიიღონ. ერთთვიანი გამოწერა - 24 შოკოლადის კვადრატი და ექიმის კონსულტაცია 189 დოლარი ეღირება. ორიგინალი პრეპარატის, Foundayo-ს აბების ერთთვიანი კურსი კი, დაზღვევის გარეშე, 649 დოლარი ღირს.

პროდუქტს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა ჯერ არ მიუღია. Melt-ი ინდივიდუალური რეცეპტით დამზადებულ სამკურნალო საშუალებად ითვლება. FDA აფთიაქებს უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად მოამზადონ ასეთი პრეპარატები იმ შემთხვევებში, თუ მედიკამენტი დეფიციტშია ან ამას პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები მოითხოვს.კომპანია Eli Lilly-ში წონის დასაკლებ შოკოლადს შეუსწავლელი ფალსიფიკაცია და სერიოზული სამედიცინო საჭიროების მარკეტინგულ ხრიკად ქცევის მცდელობა უწოდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ სამარის ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანაწაიკითხე

უახლესი ამბები