პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა

ComCom - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ გორში საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებისა და მეთოდისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანიც ციფრული უნარების გაუმჯობესება იყო.

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
იმედინიუსი

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების დირექტორები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანი სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაცნობა, მათი ციფრული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ციფრული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხო ციფრული გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებს, რომლებიც ციფრულ გარემოში ინფორმაციის გააზრებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების უნარების განვითარებას ემსახურება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე, კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე, კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები