პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა

იუსტიციის სამინისტრო

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულო გაიხსნა, სადაც კულინარიას ყოველწლიურად 40 მსჯავრდებული შეისწავლის და ორენოვან სერტიფიკატს მიიღებს.

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა
რუსთავი 2

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა.

სივრცეში კულინარიას ყოველწლიურად ორმოცი ქალი მსჯავრდებული შეისწავლის. კურსი მოიცავს როგორც სრულ თეორიულ, ისე პრაქტიკულ პროგრამებს. მისი დასრულების შემდეგ კი გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რაც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის შემდეგ კულინარიის სფეროში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

უახლესი ტექნიკა-დანადგარებითა და შესაბამისი ინვენტარით, სივრცე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისმა უზრუნველყო.

"იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციური სისტემა არ ემსახურებოდეს მხოლოდ სასჯელის აღსრულებას, მისი უმთავრესი მიზანი პატიმრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა არის, მათი პროფესიული მხარდაჭერა და საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისთვის მომზადება. სწორედ ამ მიზნით გავხსენით ახალი სასწავლო სამზარეულო, რომელშიც ქალი პატიმრები დაეუფლებიან კულინარიულ მიმართულებას, შეიძენენ ახალ უნარებს და პრაქტიკულ გამოცდილებას", - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ლანა მორგოშია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები