"არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის რეალმა პსვ 5:1 დაამარცხა და 15 ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო არსენალისა და დორტმუნდის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის კიდევ შვიდი მატჩი ჩატარდა.
“არსენალისა“ და „დორტმუნდის“ სანახაობრივი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. „რეალმა“ სახლში თამაში შემოუტრიალა პსვ-ს და 15 ქულით ლიდერია. კილიან მბაპემ დუბლი შასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვინისიუსმა აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა. წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს „კომო“, რომელმაც სახლში აეკ-ს 1:0 სძლია. „ბეტისმა“ სტუმრად 2:0 მოუგო „სლოვანს“. სევილიური გუნდი ამ მომენტისთვის 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „ნაპოლისთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 დიოკერეში (10), 1:1 ბაიერი (55)
კომო. „ჯუზეპე სინიგალია“
კომო - აეკ 1:0
გოლი: მილია (57)
როტერდამი. „დე კუიპი“
ფეიენოორდი - პორტუ 0:1
გოლი: ტარგალინი (2, საკ. კარში)
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ჰოილუნი (55), 1:1 ბუადი (67), 1:2 ლანგი (76), 2:2 შერკი (86)
ლაიფციგი. „რედ ბული“
ლაიფციგი - ლანსი 3:1
გოლები: 1:0 რაუმი (6), 2:0 ნუსა (9), 2:1 იუდოლი (58), 3:1 ნუსა (90+4)
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - პსვ 5:1
გოლები: 0:1 პერიშიჩი (32, პენ), 1:1 ვალვერდე (50), 2:1 ბელინგემი (60), 3:1 მბაპე (64), 4:1 მბაპე (84), 5:1 ვინისიუსი (87)
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - ბეტისი 0:2
გოლები: 0:1 ერნანდესი (43), 0:2 ერნანდესი (57)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…