ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნთან“ 2:2 ითამაშა, მადრიდის „რეალმა“ „ლაიფციგს“ 4:1 მოუგო, ხოლო „ასტონ ვილამ“ და „ბეტისმა“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურის შვიდი მატჩი გაიმართა.

“არსენალი“ დაძაბულ შეხვედრაში გასვლაზე „ბაიერნს“ ფრედ (2:2) ეთამაშა და 7 ქულით მეშვიდე ადგილზეა. „რეკორდმაისტერი“ 5 ქულით მეთოთხმეტეზეა. მიუნხენელთა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ზედიზედ მეათე შეხვედრაში გაიტანა და რონალდოს რეკორდს (11) მიუახლოვდა.

„რეალმა“ სახლში „ლაიფციგს“ 4:1 მოუგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ასევე უდანაკარგოდ მიიწევს წინ „ასტონ ვილა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ვიკინგს“ 3:1 სძლია. „ბეტისმა“ ისკოს გატანილი პენალტით შინ 1:0 დაამარცხა „ფეიენოორდი“ და 9 ქულით ლიდერთა შორისაა.

“ბრიუგემ“ „ლანსი“ 3:0 გაანადგურა. „ინტერმა“, რომელიც 68-ე წუთზე ალესანდრო ბასტონის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, შეძლო „შახტარის“ 1:0 ძლევა. დონეცკური გუნდის განაცხადში კვლავ არ იყო ტრავმირებული ირაკლი აზაროვი. ლისაბონში „სპორტინგის“ 3:2 დამარცხებით სენსაცია შემოგვთავაზა „ლასკმა“.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბაიერნი - არსენალი 2:2

გოლები: 0:1 ეზე (25), 1:1 დევისი (35), 2:1 კეინი (61, პენ), 2:2 რაისი (82)

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი - ლაიფციგი 4:1

გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (43), 2:0 გიულერი (52), 3:0 მბაპე (83), 3:1 გომისი (85), 4:1 დიომანდე (87)

ბირმინგემი. „ვილა პარკი“

ასტონ ვილა - ვიკინგი 3:1

გოლები: 1:0 ბარკლი (23), 2:0 ბუენდია (37, პენ), 3:0 ჰეგჰეიმი (62, საკ. კარში), 3:1 კრისტიანსენი (84)

სევილია. „ლა კარტუხა“

ბეტისი - ფეიენოორდი 1:0

გოლი: ისკო (59, პენ)

ბრიუგე. „იან ბრეიდელი“

ბრიუგე - ლანსი 3:0

გოლები: 1:0 ვანაკენი (45+3), 2:0 სეისი (50), 3:0 ფორბში (72)

მილანი. „სან სირო“

ინტერი - შახტარი 1:0

გოლი: კარლოს აუგუსტო (77)

გაძევება: ბასტონი (68, ინტერი)

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“

სპორტინგი - ლასკი 2:3

გოლები: 1:0 სუარესი (5, პენ), 1:1 ლანგი (15), 1:2 კალაიჯიჩი (63), 1:3 დანეკი (68), 2:3 სუარესი (89)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები