პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სტამბოლის „გალათასარაიმ“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილა“ დენიზ გიულის გოლით 1:0 დაამარცხა. პარალელურად, „ბოდო გლიმტმა“ ანდრეას ჰელმერსენის გვიანი გოლით „ლასკი“ ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა.

ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტური ორი მატჩით დაიწყო.

“გალათასარაიმ“ ტრავმირებული ოსიმენის და ლეაოს გარეშე სახლში „ასტონ ვილას” 1:0 სძლია. მასპინძლებს გამარჯვება ტურნირზე სადებიუტო გოლით შეცვლაზე შესულმა დენიზ გიულმა მოუპოვა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რამს პარკის“ სტადიონის მახლობლად სახლის ტერიტორიიდან გაქცეული ლომი შენიშნეს და შეიძლებოდა თამაში არ ჩატარებულიყო. თუმცა, გაიმართა, „ლომებმა“ ლომებივით იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც.

“ბოდო გლიმტმა“ ანდრეას ჰელმერსენის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე „ლასკი“ 1:0 დაამარცხა.

სტამბოლი. „რამს პარკი“

გალათასარაი - ასტონ ვილა 1:0

გოლი: გიული (77)

ბოდო. „ასპმირა

ბოდო გლიმტი - ლასკი 1:0

გოლი: ჰელმერსენი (90+2)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები