ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

ლა ლიგის მეათე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 1:2 დაამარცხა — „სამეფო კლუბს“ 3 ქულა კილიან მბაპეს დუბლმა მოუტანა.

ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხასპორტალი

ლა ლიგის მეათე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი "სამეფო კლუბის" უპირატესობით დაიწყო, 41-ე წუთზე ჟერარ მარტინის საჯარიმოდან მოგერიებული ბურთი კილიან მბაპეს მოხვდა და ფრანგმა "რეალი" დააწინაურა.

მეორე ნახევარი "ბლაუგრანას" აქტიურობით დაიწყო, რაფინიამ პედრის ეფექტური პასით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ფლიკის გუნდი შეტევებს აგრძელებდა, თუმცა "რეალის" უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

87-ე წუთზე "ბლანკოსმა" ბრწყინვალე კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც მბაპემ დააგვირგვინა და "რეალს" 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე", ლა ლიგაში 2025 წლის 18 მაისის შემდეგ პირველად დამარცხდა. ფლიკის გუნდი 27 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და 1-ელ ნოემბერს „ალავესს“ უმასპინძლებს. „რეალი“ 24 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს გასვლაზე „რასინგს“ დაუპირისპირდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

ბარსელონა - რეალი 1:2

გოლები: 0:1 მბაპე (41), 1:1 რაფინია (61), 1:2 მბაპე (87)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები