შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ომის დასასრულებლად უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობს, თუმცა კიევთან ასეთი ფორმით საუბარი შეუძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ თავისი ტერიტორიები უნდა დათმოს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ. მისი განცხადებით, ასე საუბარი უკრაინასთან შეუძლებელია.
"შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ.
ამერიკული მხარე მუდმივად აყენებს ამ საკითხს და ტერიტორიულ დათმობებს ომის დასრულების გზად მიიჩნევს. ჩვენთან ასეთი ფორმით საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…