პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, ხოლო მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს“ – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების ირგვლივ ატეხილ კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაცობა“ სენია, რომელიც შვილს მამის, მამას კი შვილის ციხეში დატოვებას აიძულებს.

„ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, ხოლო მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს“ – დავით მათიკაშვილი
POSTV

„ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, ხოლო მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული პირების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას.

„პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეცია გამოიჩინა და ეს მისი საქმეა – შეწყალება სხვა სისტემაა, ამინისტია კიდევ სხვა. აქ შეწყალებაზეა საუბარი – პრეზიდენტი უნდა შეიწყალებს, უნდა არ შეიწყალებს, მაგრამ პრეზიდენტი ხომ, რა თქმა უნდა, ასევე სარგებლობს იმ ზოგადი მორალური და სამართლებრივი პრინციპებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ასეთი საკითხის გადასაწყვეტად. ისეთს ვერ შეიწყალებს, რომელიც საბოლოო ჯამში შეწყალებას არ იმსახურებს. კი, ის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ არ დაწერე, რომ ინანიებ, სინანული თუ არ გამოხატე, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოიხადო. ამიტომ ჯერ თქვეს, რომ წერილი არ დაწერილაო, შემდეგ, როცა გამოქვეყნდა, თქვეს, რომ ეს როგორ გაბედა, როგორ დაწერაო.

მოკლედ, „ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს, და მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს. აი, ეს არის უბედურება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მისასალმებელია პრეზიდენტის მიერ ადამიანების შეწყალება - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები