დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: „ეს არის დანაშაულების ციკლი, რომელიც ერთი ხელით იმართებოდა, ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ყველაფერს და იქიდან ეკლექტურად ვერ ამოაცლი რომელიმეს“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროინდელი დანაშაულები ერთი ხელითა და დირიჟორით იმართებოდა.

„ეს არის დანაშაულების ციკლი, რომელიც ერთი ხელით იმართებოდა, ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ყველაფერს და იქიდან ეკლექტურად ვერ ამოაცლი რომელიმეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროინდელ დანაშაულებზე საუბრისას განაცხადა.
„მათი მთელი ეს სისტემა არის ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაჯაჭვული. რატომ არის სისტემა და სისტემატური? რატომ მიიჩნია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში მოქმედი რეჟიმი რეჟიმად? ანუ, როცა სისტემურად და სისტემატურად ფასდება ის დანაშაულებრივი ციკლი, რაც ქვეყანაში ხდება, ეს უკვე რეჟიმია.
მაგალითად, გირგვლიანთან დაკავშირებით, ამდენი დაიწერა, ამდენი თქმულა და დღესაც ამბობენ, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი მათთვის არაფრის მომცემია, ფეხქვეშ თელავენ და არ აღიარებენ. იმიტომ, რომ გირგვლიანი ხომ არ იყო მხოლოდ ერთი დანაშაული – იყო რობაქიძე, უამრავი ახალგაზრდის ჩაცხრილვა ქუჩაში, ყინწვისის სპეცოპერაცია და ა.შ. ეს არის დანაშაულების ციკლი, რომელიც ერთი ხელით იმართებოდა, ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ყველაფერს და იქიდან ეკლექტურად ვერ ამოაცლი რომელიმეს. ყველაფერს უარყოფენ – და უფრო მეტიც, ამართლებენ კიდეც“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…