ჯეიჰუნ ბაირამოვი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ორივე მხრიდან დადებითი დინამიკა არსებობს - მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მაჩვენებელი უკვე გასული მთლიანი წლის მაჩვენებელზე მაღალია და 900 მილიონ დოლარს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მილიარდზე მეტი იქნება ეს მაჩვენებელი
ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 9 თვეში 900 მილიონ დოლარს მიაღწია და წელს მილიარდს გადააჭარბებს. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და ინვესტიციებს.

ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ორივე მხრიდან დადებითი დინამიკა არსებობს და ჩვენ კმაყოფილება აღვნიშნეთ - მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მაჩვენებელი უკვე გასული მთლიანი წლის მაჩვენებელზე მაღალია და 900 მილიონ დოლარს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მილიარდზე მეტი იქნება ეს მაჩვენებელი, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ვრცლად მიმოიხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა მიმართულებით.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალის მაჩვენებლებზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულებების იურიდიული ბაზა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 145 დოკუმენტია გაფორმებული. დამატებით 18 დოკუმენტზე მიმდინარეობს განხილვა და ვფიქრობ, ახლო მომავალში საბოლოო ეტაპზე გადავა.
ორმხრივი ურთიერთობების გარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით სხვადასხვა ფორმატი არსებობს და ამ ფორმატების ფარგლებში ჩვენ უფრო დიდი გეოგრაფიის მომცველ საკითხებზე ვსაუბრობთ. ეს საკითხები საკმაოდ ბევრია. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი -საქართველო-თურქეთის ფორმატი, რომელიც სხვადასხვა განზომილებას მოიცავს. საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი შეხვედრა საქართველოში არის გათვალისწინებული. ამავდროულად არსებობს სამმხრივი ფორმატები სხვადასხვა მიმართულებებით - პარლამენტების დონეზე, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროებში. ჩვენი ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს”, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც იმსჯელეს.
„ორივე მხრიდან დადებითი დინამიკა არსებობს და ჩვენ კმაყოფილება აღვნიშნეთ - მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მაჩვენებელი უკვე გასული მთლიანი წლის მაჩვენებელზე მაღალია და 900 მილიონ დოლარს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მილიარდზე მეტი იქნება ეს მაჩვენებელი. ჩვენ ამაზე მეტი პოტენციალიც გვაქვს და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. საერთო ჯამში წლების განმავლობაში აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში 4 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული და ამ თანხიდან 2.1 მილიარდი „სოკარის“ მიერ განხორციელებული პროექტების წილია. საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ეკონომიკაში 460 მილიონის ინვესტიციაა ჩადებული. როგორც აღინიშნა, გასულ თვეს ქალაქ სიღნაღში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობათა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში მიღებული დოკუმენტების შესრულების პროცესშია, არის შესაბამისი დავალებები ახალ პროექტებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო კარგი შედეგები გვექნება.
ორ ქვეყანას შორის არსებული პროექტები ორი ქვეყნის კომპანიების მონაწილეობით, ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის. ყველამ კარგად იცის ენერგეტიკული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მიმდინარე წლის წარმატებული შედეგი არის მაისში აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დასრულებული დოკუმენტი აზერბაიჯანიდან საქართველოსი ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელმოწერა. ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ თვეში ქალაქ ანტალიაში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ოთხმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა კი უკვე ახალი მიმართულებაა მწვანე ენერგიის საკითხში. ეს არის ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი. გარდა ამისა, უკვე ტექნიკური ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე დასრულებულია კასპიის ზღვის, შავი ზღვის და ევროპაში მწვანე ენერგიის პროექტიც. ეს მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარეობს”, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…