პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მისასალმებელია პრეზიდენტის მიერ ადამიანების შეწყალება - დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეები შეიწყალა. დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

მისასალმებელია პრეზიდენტის მიერ ადამიანების შეწყალება - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ. მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, მათ შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია.

პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა, მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.

საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ ასეულობით ადამიანის შეწყალება მისასალმებელია.

"პრეზიდენტს გააჩნია შეწყალების დისკრეციული უფლება. როგორც წესი, მნიშვნელოვან დღესასწაულებზე პრეზიდენტი იყენებს ამ უფლებას.

ასეულობით ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც, ბუნებრივია, მისასალმებელია.

გიორგობის დღესასწაული სწორედ ასე მიულოცა ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც დისკრეციული უფლება იქნა პრეზიდენტის მხრიდან გამოყენებული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 ადამიანი შეიწყალა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  5. ფორმულაოპოზიციურიადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
  8. BM.GEოპოზიციურიგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია
  9. ალიაოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  10. TV პირველიოპოზიციურიყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
  11. იმედინიუსისამთავრობოპრეზიდენტის მიერ გიორგობაზე შეწყალებულები საპატიმროებს ტოვებენ. მათ შორის არიან 2024 წლის აქციებზე დაკავებულებიც
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სინდისის პატიმრები გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები