სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორ დღეში ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლაც დაიხურა
სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორ დღეში ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაიხურა. მშობლებს აცნობეს, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, მოგვიანებით კი მოსწავლეებს კვალითის მე-4 საჯარო სკოლაში გადაანაწილებენ.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორ დღეში ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლაც დაიხურა. პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუსახელეს.
როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ამბობს, 19 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ შენობას რემონტი სჭირდება და სწავლა ონლაინ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, მოგვიანებით კი მოსწავლეებს კვალითის მე-4 საჯარო სკოლაში გადაანაწილებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…