პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მიტროპოლიტ იობის ქადაგება ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ ღია პოლიტიკური მოწოდებაა და ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს.

თამთა მეგრელიშვილი: მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია
იმედინიუსი

მთავრობის „ურწმუნოდ“ და „არაეკლესიურად“ მოხსენიება, ხოლო შემდეგ პირდაპირი მოწოდება, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“ და „ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“, ფაქტობრივად, ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ ღია პოლიტიკური მოწოდებაა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი მეუფე იობის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გააზრება, რომ მოქმედი ხელისუფლების ჩამნაცვლებლად ის სწორედ მიხეილ სააკაშვილსა და იმ სისხლიან რეჟიმს განიხილავს, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წელს ერთსულოვანი არჩევანით გაისტუმრა.

მისი შეფასებით, სასულიერო პირის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ეკლესია ყველასია - მრევლი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებისგან შედგება და პოლიტიკური პოზიციის დაკავებით სასულიერო პირი აუცხოებს საზოგადოების ნაწილს და გამაერთიანებელი სივრციდან პოლარიზაციის წყაროდ იქცევა.

„მიუხედავად იმისა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციით, სასულიერო პირებზეც ვრცელდება და სახელმწიფო კანონმდებლობა მათ ხელისუფლების ზოგად კრიტიკას არ უკრძალავს, 10 ნოემბერს მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) მიერ ქადაგებისას გაკეთებული განცხადებები სულიერი მსახურების ჩარჩოებს აშკარად სცდება.

მთავრობის „ურწმუნოდ“ და „არაეკლესიურად“ მოხსენიება, ხოლო შემდეგ პირდაპირი მოწოდება, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“ და „ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“, ფაქტობრივად, ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ ღია პოლიტიკური მოწოდებაა.

ეს კონტექსტი კიდევ უფრო მძიმე ხდება იმ ფონზე, რომ მეუფე იობი მანამდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გააზრება, რომ მოქმედი ხელისუფლების ჩამნაცვლებლად ის სწორედ მიხეილ სააკაშვილსა და იმ სისხლიან რეჟიმს განიხილავს, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წელს ერთსულოვანი არჩევანით გაისტუმრა.

სამართლებრივად, კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპს ეფუძნება, ხოლო წინასაარჩევნო აგიტაციის შეზღუდვა რელიგიურ ორგანიზაციებზე მხოლოდ ოფიციალურ საარჩევნო პერიოდში მოქმედებს.

თუმცა, მღვდელმთავრის მხრიდან ამბიონის პოლიტიკურ ტრიბუნად ქცევა და სხვა მღვდელმთავრების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება უხეშად არღვევს საეკლესიო კანონიკას, სულიერი მსახურების ეთიკასა და წმინდა სინოდის არაერთ დადგენილებას, რომლებიც სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას უკრძალავს.

სასულიერო პირის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ეკლესია ყველასია - მრევლი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებისგან შედგება. პოლიტიკური პოზიციის დაკავებით სასულიერო პირი აუცხოებს საზოგადოების ნაწილს და გამაერთიანებელი სივრციდან პოლარიზაციის წყაროდ იქცევა.

მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია.“ - წერს მეგრელიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები