სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ველისციხის საჯარო სკოლაც იხურება
სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ველისციხის საჯარო სკოლა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იხურება. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 500-მდე მოსწავლე სწავლას გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებს, ხოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს.

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ხვალიდან სასწავლო პროცესს ვეღარ გააგრძელებს. მიზეზი სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მშობლებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია ორი დღის წინ მიაწოდეს. როგორც ადგილობრივ გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა, 500-მდე მოსწავლე სწავლას გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებს. რესურსცენტრის ინფორმაციითვე, გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტით, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. რა ვადაში უნდა შესრულდეს დაგეგმილი სამუშაო, ამ ეტაპზე უცნობია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…