ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში

განათლების სამინისტრო

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ახალი სასწავლო წელი დროულად ვერ განახლდა და 200-მდე მოსწავლე სწავლებას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. დირექტორის განცხადებით, მესამე სართულის ჭერი საგანგაშო მდგომარეობაში იყო და სამუშაოები სამივე სართულზე მიმდინარეობს, ხოლო სკოლაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება.

„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში
„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაშიბათუმელები

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა. 200-მდე მოსწავლეს სწავლა ონლაინ უწევს.

„დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“- ამბობს სკოლის დირექტორი ლელა გათენაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, სკოლა სარემონტოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწავლა ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ განახლდებოდა.

„დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა კლასში და არსებობს ამის ოქმები და გაგებით შეხვდნენ, რომ 15 დღე ონლაინ ვიქნებოდით“- ამბობს დირექტორი.

საკლასო ოთახი 27-ე სკოლაში.

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა

დღეს, 24 სექტემბერს ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ სკოლაში სარემონტო სამუშაოები დახვდა. სამსართულიანი სკოლის საკლასო ოთახებში ახლა მიმდინარეობს ჭერის და კედლების შეკეთება. ოთახები სარემონტო მტვრითაა დაფარული.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება სკოლაში, თუმცა აშკარაა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა, ამის საფუძველს ნაკლებად იძლევა.

„მესამე სართულის ჭერი იყო საგანგაშო, ბზარები ჰქონდა და შესაკეთებელი იყო, თუმცა რემონტი სამივე სართულზე მიმდინარეობს.

სკოლის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ დავიწყეთ, მათ გვითხრეს რომ არ შეიძლებოდა აქ ბავშვების შემოყვანა. იატაკს პრობლემა არ აქვს, იყო ექსპერტი და შეამოწმა, მაგრამ სადაც დაზიანებულია, იქ შევცვლით“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, სკოლაში ჭერის დაზიანება გამოიწვია იმან, რომ დაზიანებული სახურავიდან შენობაში წყალი ჩადიოდა.

ბათუმის 27- ე სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა ვერ განახლდა.

რამდენი ხანი იყო სკოლა ასეთ მდგომარეობაში? – ვკითხეთ მას. დირექტორი დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ „დიდხანს არა“. მისი თქმით, სახურავის შეკეთებაც წელს მოხდა.

დირექტორს ვკითხეთ, თუ რატომ არ დაიგეგმა სარემონტო სამუშაოები იმ დროს, როცა სკოლაში არდადეგები იყო. ლელა გათენაძე ამბობს, რომ სამუშაოები ზაფხულში დაიწყეს, მაგრამ ვერ მოასწრეს.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, თუმცა არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, სამუშაოები ტენდერით ტარდება თუ უტენდეროდ. „ტენდერით იქნება, ალბათ“- გვითხრა დირექტორმა.

სწავლა დაიწყო, თუმცა 27-ე სკოლაში, სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში არ არის კვების ბლოკი და მოსწავლეებს ძირითადად ცომეულის შეძენა უწევთ კერძო პირებისგან. „არ არის მაღალკონტინგენტიანი სკოლა და არ უღირთ, რომ გახსნან კვების ბლოკი. მოაქვთ მზა საკვები, ძირითადად უზეთოდ მომზადებული და ყიდულობენ ბავშვები“ – ამბობს დირექტორი.

2026 სასწავლო წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სწავლა ათზე მეტ სკოლაში ვერ განახლდა.

ბათუმის გარდა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ვერ განახლდა ხაშურის, წყალტუბოს, სენაკის, ზესტაფონის, ნიჩბისის, ალისუბნის, შუხუთის და სხვა საჯარო სკოლებში. სამაგიეროდ, განათლების სამინისტრომ 49 მილიონი ლარი დახარჯა სასკოლო ფორმებზე, რომლის აუცილებლობაც არ დამდგარა. მშობლებს კი სულ ცოტა 90 ლარის გადახდა მოუწიათ ფორმაში, რომლის დაკვეთაც მათი მხრიდან არ ყოფილა.

ამავე თემაზე: ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა

მოსწავლეების და მშობლების დაკვეთაა ბავშვები სწავლობდნენ უსაფრთხო, ადაპტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და გამართულ სკოლებში, სადაც ხარისხიანი განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. ფაქტია, რომ ამ დაკვეთას განათლების სამინისტრო ვერ ასრულებს.

ვიდეო:

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“
ლელა გათენაძე
„დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა კლასში და არსებობს ამის ოქმები და გაგებით შეხვდნენ, რომ 15 დღე ონლაინ ვიქნებოდით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მესამე სართულის ჭერი იყო საგანგაშო, ბზარები ჰქონდა და შესაკეთებელი იყო, თუმცა რემონტი სამივე სართულზე მიმდინარეობს. სკოლის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ დავიწყეთ, მათ გვითხრეს რომ არ შეიძლებოდა აქ ბავშვების შემოყვანა. იატაკს პრობლემა არ აქვს, იყო ექსპერტი და შეამოწმა, მაგრამ სადაც დაზიანებულია, იქ შევცვლით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ტენდერით იქნება, ალბათ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არ არის მაღალკონტინგენტიანი სკოლა და არ უღირთ, რომ გახსნან კვების ბლოკი. მოაქვთ მზა საკვები, ძირითადად უზეთოდ მომზადებული და ყიდულობენ ბავშვები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.