პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბოჭორიშვილი ალიევს შეხვდა – რა თემები განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო; მხარეებმა შუა დერეფნის ფუნქციონირება და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

ბოჭორიშვილი ალიევს შეხვდა – რა თემები განიხილეს
ნეტგაზეთი

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება, მაკა ბოჭორიშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა. ალიევმა მადლობა გადაუხადა და საპასუხო მოკითხვა დააბარა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2026 წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი – “აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული”.

როგორც აზერბაიჯანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, შეხვედრაზე ასევე განიხილეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაფართოება და ახლახან გამართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

“მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ სტაბილურობასა და მის მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების განვითარებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდას. მხარეებმა აღნიშნეს ამ სატრანსპორტო დერეფნისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობა”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობას – “ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს და ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა მუდმივად იზრდება”.

apa.az-ის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახლახან ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობა.

“მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტზეც. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების ფორმატს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეუერთდა. ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასაც. შეხვედრაზე სხვა, ორმხრივი ინტერესის საკითხებიც განიხილეს”, – წერს მთავრობის სააგენტო.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები