პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, არაერთი პროექტი არსებობს, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ენერგეტიკული უზრუნველყოფის რუკას ცვლის

ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები არა მხოლოდ ორ ქვეყანას აკავშირებს, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიის ენერგომომარაგების რუკას ცვლის.

ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, არაერთი პროექტი არსებობს, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ენერგეტიკული უზრუნველყოფის რუკას ცვლის
პირველი არხი

ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით არაერთი პროექტი არსებობს, რომლის წყარო აზერბაიჯანია, კასპიის ზღვის სექტორი. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიის, ენერგეტიკული უზრუნველყოფის რუკას ცვლის. ზოგიერთ პროექტს დიდი ისტორია აქვს, ზოგიერთი ახალია, ზოგიერთი კი მიმდინარეობის პროცესშია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა დაკავშირებადობის კუთხით რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობაზე – „როდესაც ევროპა ეძებს ახალ გზებს, ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხობებისთვის“.

„როდესაც დიდი ისტორიის მქონე პროექტებზეა საუბარი, იყო სხვადასხვა მილსადენი, ბაქო-სუფსას პროექტი, რომელიც ახლაც არსებობს. დიდი ალბათობით ახლო მომავალში, როდესაც მოცულობა გაიზრდება, სხვა ქვეყნებმაც შეიძლება, თავიანთი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგან. ამ მიმართულებით უმსხვილესი პროექტია ბაქო – თბილისი- ჯეიჰანი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნები, სანდო ნედლეულს, ნავთობს იღებენ.

შედარებით ახალი მიმართულებაა 2020 წელს დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი. 2021 წლიდან პირველად, იტალიაში, ბულგარეთში და საბერძნეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაიწყო გაზის მიწოდება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ სიას დაემატა გერმანია და ავსტრია და უკვე 16 ქვეყანა იღებს აზერბაიჯანულ გაზს, აქედან ათი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ენერგოუსაფრთხოების.

2022 წელს ევროკავშირთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე, ახალი მიმართულებაა ალტერნატიული ენერგია, სამხრეთ კავკასიაში წარმოება და სხვადასხვა მარშრუტების საშუალებით ევროპის ბაზარზე მიწოდება. ამ პროექტის ფინანსურ – ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია. სპეციალისტების დასკვნაა, რომ საკმაოდ სანდო პროექტია, ფინანსურად საკმაოდ ხელსაყრელი. მიგვაჩნია, ასეთი პროექტები, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინიციატივით და მონაწილეობით ხორციელდება, სერიოზულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები არის მხოლოდ სასიკეთოდ გამოსაყენებელი, რამაც შეიძლება, წვლილი შეიტანოს ევროპულ უსაფრთხოებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები